sadaphi
 
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დავიბანოთ სახე ავოკადოს საპნით.
რა უპირატესბები აქვს ავოკადოს საპონს. რისთვის არის კარგი სახის ხელნაკეთი საპნის მოხმარება.

სტატიის ავტორი:
სადაფი
2021-01-22

სრულად ნახვა
 
რა უპირატესობები აქვს ხელნაკეთ საპონს მასობრივი წარმოების საპონთან შედარებით?
არსებობს რამოდენიმე მიზეზი, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ ვირჩევთ ხელნაკეთ საპონს, როგორც შემადგენლობის ასევე  ესთეტიკის თვალსაზრისითაც. მოდით, განვიხილოთ რა უპირატესობები აქვს ხელნაკეთ საპონს, მასობრივად წარმოებულ საპონთან შედარები, რომლებსაც მაღაზიებში ვყიდულობთ და რით განსხვავდება ერთმანეთისგან. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელნაკეთი საპონი არის „ნამდვილი“ საპონი. ის მიიღება ქიმიური რეაქციბის მეშვეობით, როგორიცაა კაუსტიკური სოდის,  მცენარეული ცხიმებისა და ზეთების ნაზავი. ამ პროცესს საპონიფიკაციას უწოდებენ.  მსგავსი საპონი შეიცავს ზეთებს რომლებიც  კვებავს ჩვენს კანს და ზრუნავს მის ჯანსაღ იერზე. მასობრივი წარმოების საპნები კი ხშირად მზადდება სარეცხის, ქაფიანი საშუალებებითა და სინთეტიკური ინგრედიენტების კომბინირებით. ხშირად დაბალი ფასის გამო მასში იყენებენ პალმისა და ცხოველურ ცხიმს, ასევე დიდი დოზით არომატებს.   ხელნაკეთი საპონი შეიცავს გლიცერინს. გლიცერინი წარმოიქმნება საპონიფიკაციის დროს. საპნის მოხმარების შემდეგ ის რჩება ჩვენს კანზე და ეხმარება მას ტენიანობის შენარჩუნებაში. ბევრი კომპანია საპნიდან გამოდევნის გლიცერინს, რაც შემდეგ იწვევს კანის გამოშრობას მასზე არსებული ბუნებრივი ზეთებისგან. გამომშრალ კანს კი სჭირდება დატენიანება. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა დამატენიანებელ საშუალებებს, რომლებიც გაჯერებულია გლიცერინით. ხელნაკეთი საპნის დამზადების დროს დიდი ყურადღება ექცევა ინგრედიენტებს. ის შეიცავს გლიცერინს, მცენარეულ ცხიმებს, ბუნებრივ ზეთებს, ნატურალური პროდუქტების ნაყენს. რათქმაუნდა ყველაფერი დამოკიდებულია რეცეპტზე. რეცეპტი კი ყველას  ინდივიდუალური აქვს.   მაგალითად, ჩვენ, სადაფში, ორიენტირებულები ვართ მხოლოდ ბუნებრივ  ინგრედიენტებზე და ძალიან დიდი ყურადღებით ვადგენთ თითოეულ რეცეპტს რათა შემდეგ მოვარგოთ და შესაბამისი რჩევები მივცეთ ჩვენს მომხმარებელს.   რაც მთავარია რეალიზებამდე აუცილებლად იტესტება პროდუქცია შიდა ქსელში.   მთავარი საიდუმლო კარგი პროდუქტის დამზადებისა კი არის სიყვარული და პასუხისმგებლობა საქმის მიმართ.  

სტატიის ავტორი:
სადაფი
2021-01-19

სრულად ნახვა